რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველს, გელა ერაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა საგამოძიებო დეპარტამენტმა შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქის, გელა ერაძეს შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობას ადასტურებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი დაუსწრებლად იქნა დამნაშავედ ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერაძეს დაუსწრებლად მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის დასაწყისში ერაძე ნებაყოფლობით შეუერთდა უკრაინულ შეიარაღებულ ფორმირებას, როგორც დაქირავებული მებრძოლი, გაიარა სამხედრო წვრთნები და მიიღო საბრძოლო იარაღის გამოყენების უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „ერაძე, მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ“, მონაწილეობდა ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა