რასა იუკნევიჩიენე - ვიმედოვნებ, ევროპული საბჭო მალე მიიღებს საჭირო პოზიციას და წევრი ქვეყნები საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით იმოქმედებენ - იმედი მაქვს, ხვალ აბსოლუტური უმრავლესობით მივიღებთ ანგარიშს

მიხარია, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის გარდა, რომლებიც ყოველთვის პრორუსულები არიან, ყველა სხვა ჯგუფი, რომელმაც დღეს ისაუბრა, ევროპული საქართველოს მხარესაა. მადლობა ამისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასაც იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს.

„ქალბატონო კომისარო [მარტა კოს], ვიცი, რომ თქვენც ქართველი ხალხის მხარეს ხართ. ვიმედოვნებ, რომ ევროპული საბჭო მალე მიიღებს საჭირო პოზიციას და წევრი ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით იმოქმედებენ.

[ევროკავშირის საბჭოს] დანიის თავმჯდომარეობას მივმართავ, ინიციატივა აიღონ ქვეყნების გასაერთიანებლად, როგორც მინიმუმ მსურველი ქვეყნების, რათა ზეწოლა მოახდინონ რეჟიმზე ახალი, თავისუფალი და სამართლია არჩევნებისთვის. ეს არის საქართველოს დახმარების ერთადერთი გზა”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ და დასძინა: „მადლობა ყველას. იმედია მაქვს, რომ ხვალ აბსოლუტური უმრავლესობით მივიღებთ ამ ანგარიშს“.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, ხვალ კი კენჭს უყრიან ანგარიშს საქართველოს შესახებ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის