ნუგზარ წიკლაური - რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, არ არის პოლიტიკური ბრძოლა - ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, იგივე „ტერორის მანქანა“ და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი, რომელსაც უნდა თავისუფლება

„ქართული ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო სლოგანი საპარლამენტო არჩევნებზე იყო „მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ“, თუმცა ახლა აღარ გვაქვს აღარც ევროპა, არც მშვიდობა და აღარ არის ღირსებაც, რადგან მათ შეუძლიათ თავიანთი თანამებრძოლი ასე გაწირონ, - ამის შესახებ -„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს შემთხვევა მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში არამხოლოდ მოქალაქეები, არამედ მაღალი თანამდებობის მქონე პირებიც დაუცველები არიან.

„რიჟვაძეს არცერთი ფორმალური ორგანო არაფერს არ ედავებოდა, მაგრამ, მისი წერილი კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში კანონით კი არ იმართება ყველაფერი, არამედ არსებობენ არაფორმალური ტერორის ბრიგადები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანი მიიყვანონ იმ მდგომარეობამდე, რომ ტყვია დაიხალოს“,- განაცხადა წიკლაურმა.

რაც შეეხება ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებს, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ყველა, ვინც უკანონობას ჩადის, უნდა გრძნობდეს, რომ ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია. მისივე თქმით, სანქციების დაწესების პარალელურად არ უნდა გაუქმდეს ვიზალიბერალიზაცია.

„ყველა, ვინც უკანონობას ჩადის, უნდა გრძნობდეს, რომ ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები თითოეულ ჩვენგანს არ შეგვეხოს და ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდეს. მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესება გვიცავს ჩვენ იმისგან, რომ ყველას შეეხოს სანქციები. მისასალმებელი იქნება, თუ დასავლური ფონდები გამონახავენ გზას გვერდი აუარონ დრაკონულ კანონებს და ქართულ მედიას, არასამთავრობოებს და მკვლევარებს დაეხმარონ. ის, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს არ არის პოლიტიკური ბრძოლა. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, იგივე „ტერორის მანქანა“ და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი, რომელსაც უნდა თავისუფლება.“- განაცხადა მან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია