თენგო თევზაძე - „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები გააჩერა პოლიციამ და ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვს - ეს უბადრუკი მცდელობა, დაშინების და ადამიანების გაშავების, მხოლოდ ბრაზს გამოიწვევს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, თენგო თევზაძე აცხადებს, რომ კოალიციის წევრები პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმებისთვის გააჩერა.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„კოალიციის წევრები როკო მწყერაშვილი და თინათინ ბოლოკაძე გააჩერა პოლიციამ და ნარკოლოგიური შემოწმებას ითხოვს. ეს უბადრუკი მცდელობა დაშინების და ადამიანების გაშავების მხოლოდ ბრაზს გამოიწვევს. მოძალადე, მკვლელი და „ბარიგების“ რეჟიმი უნდა დაემხოს“, - წერს თენგო თევზაძე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს