გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიონი, მაგრანეთი, ზემო და ქვემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო.

„12:00 საათიდან 14:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, წეროვანი, ნატახტარი, ძალისი.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ბურიანი, გალავანი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, საგურამო.

სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს