ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი 10 ივლისს აბუ-დაბიში შეხვედრას გამართავენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხუთშაბათს შეხვდებიან.

მედია ორი ქვეყნის მთავრობებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრის მიზანია, თითქმის სამშვიდობო შეთანხმების დასრულებაზე მუშაობა.

აბუ დაბიში შეხვედრა ორი ლიდერის პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ისინი სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, მარტში ქვეყნებმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტი დაასრულეს, თუმცა, მისი ხელმოწერის ვადები გაურკვეველი რჩება.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი 2023 წლის სექტემბერში დაიბრუნა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს