პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა დანიშნული.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გასული პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო. უცნობია, ისარგებლებს თუ არა ჯიქია ამ უფლებით. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ გდდ-ს თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა.

ჯიქიას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს