პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიქიას 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის განმარტებით, ყველა მონაწილე მხარისთვის უნდა იყოს ცნობილი, თუ რის საფუძველზე მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. მჭედლიშვილის განცხადებით, სასამართლომ გადაწყვეტილება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო. მისივე თქმით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ პირი, რომელმაც პოლიციელს ფეხი ჩაარტყა, საბა ჯიქია იყო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება მოყვა.

განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა. მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის მხნედ იყო.

ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ გდდ-ს თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა.

აღნიშნული ბრალი 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა