ირაკლი კობახიძე - ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა რადიკალური ოპოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით

წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირმა თავის დასკვნა დაწერა და ეუთო/ოდირი გახდა არამხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტიც. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია გაიგონ, რა ხდება ეუთო/ოდირთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ეუთო/ოდირს, პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ხდება ეუთო/ოდირთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირმა თავის დასკვნა დაწერა და ეუთო/ოდირის გახდა არამხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი, არამედ საერთაშორისო საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტიც. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება აქაური რადიკალური ოპოზიციის და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უდგებიან შარშანდელ დასკვნას, რომელიც მოამზადა ეუთო/ოდირმა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყნის ინტერესებს.

„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მათ უამრავი მცდელობა ჰქონდათ საბოტაჟის კუთხით, მაგრამ არც ერთი მათი მცდელობა არ აღმოჩნდა წარმატებული. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე