ბაღდათში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც 19 ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც 19 ოჯახის ევაკუირება მოხდა.

ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც მეროაში განმარტავენ, მოსახლეობის ევაკუაცია რუსთაველის ქუჩაზე, N16 ბინაში, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწის ჩამოშლის გამო განხორციელდა. მათივე ცნობით, მოსახლეობა ალტერნატიულ ფართებში ქირით არის გაყვანილი.

მერიის ინფორმაციითვე, განხორციელდა გეოლოგიური კვლევა ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს