საბა ჯიქიას ადვოკატი - ვნახეთ, რომ თამარ მჭედლიშვილს წაკითხული ტექსტის განმარტებისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე  სათათბირო ოთახში გასვლას - ეს ნიშნავს, რომ საბოლოო სიტყვამდე უკვე დაწერილი განაჩენით მოვიდა

ჩვენ ვნახეთ, რომ თამარ მჭედლიშვილს წაკითხული ტექსტის განმარტებისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სათათბირო ოთახში გასვლას. ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ თამარ მჭედლიშვილი საბოლოო სიტყვამდე უკვე დაწერილი განაჩენით მოვიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული19 წლის საბა ჯიქიას ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მას შემდეგ განუცხადა, რაც საბა ჯიქია მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მისივე თქმით, ის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„დღევანდელი პროცესი იყო იმის წყალგამყოფი, თამარ მჭედლიშვილს შეეძლო თუ არა გადაწყვეტილება მიეღო დამოუკიდებლად. ჩვენ ვნახეთ, რომ ის გავიდა სათათბიროდ. მე განზრახ ვამოწმებდი, რასაც კითხულობდა ანუ იმ ტექსტის წაკითხვას, სათათბიროდ გასვლას და ამ ტექსტის დაწერას რა დრო დასჭირდებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ თამარ მჭედლიშვილს წაკითხული ტექსტის განმარტებისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სათათბირო ოთახში გასვლას. ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ თამარ მჭედლიშვილი საბოლოო სიტყვამდე უკვე დაწერილი განაჩენით მოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები წინასწარი განწყობით ჩამოდიან პირველივე პროცესზე.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ. ამ გადაწყვეტილებებზე პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა ადამიანს“, - განაცხადა ავსაჯანიშვილმა.

ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიქიას 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ გდდ-ს თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა. აღნიშნული ბრალი 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია