კახა კალაძე - რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, გაჯერებულია ტყუილებით - ამის დაწერაში ჩვეულებრივად ფულს იხდიან - თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა

რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, გაჯერებულია ტყუილებით - ამის დაწერაში ჩვეულებრივად ფულს იხდიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ევროპა, ფაქტობრივად, დაცლილია სამართლიანობისგან და ძირითადი ფუნდამენტებისგან.

„აღნიშნულ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს. რეზოლუციები დაფუძნებულია ტყუილებზე, სიცრუეზე. ვიცით, როგორ იწერება ეს რეზოლუციები - ჩვეულებრივად ფულს იხდიან ამაში. გაჯერებულია ტყუილით. რა რეზოლუციაზეა საუბარი, როდესაც გეუბნებიან, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გათავისუფლებული. იგივე ქალბატონ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. პირდაპირ ვნახეთ, თუ როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს და როგორი დანაშაული ჩაიდინა. ანუ, ეს საუბარი არის გაჯერებული ტყუილით. პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე. ხალხი ამას ყველაფერს ხედავს. დღევანდელი ევროპა, ფაქტობრივად, დაცლილია იმ სამართლიანობისგან და ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ზოგადად ევროპული მომავალი არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე დაფუძნებული და დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია“, - განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა