აკაკი ბობოხიძე - 4 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურია, ბოიკოტზე ლაპარაკიც არ შეიძლება, რადგან პროცესი არ არსებობს - იმედია, გახარია და „ლელო“ გადაწყვეტილებას შეცვლიან, შეცდომის გამოსწორება არასდროსაა გვიან

ჩვენ ბოიკოტს არ ვაპირებთ - 4 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურია! ეს არჩევნები უბრალოდ არ არსებობს! - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ბობოხიძე განმარტავს, პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, აპირებენ არა ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის კამპანიას, არამედ კამპანიას იმის თაობაზე „თუ როგორ უნდა მოხდეს ქვენის შიგნით და გარეთ რეჟიმზე ზეწოლა, რათა იძულებული გახდეს და ახალი, სამართლიანი არჩევნები დანიშნოს“.

„სიტყვა „ბოიკოტი“ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ტერმინად იხმარა, მაგრამ რასაც ჩვენ ვაპირებთ, ეს თავისი არსით ბოიკოტი არ არის. ჩვენ ბოიკოტს არ ვაპირებთ. 4 ოქტომბრის არჩევნები უბრალოდ არალეგიტიმურია - არ არსებობს ეს არჩევნები! არჩევნებს, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება ატარებს და თან ატარებს არასამართლიან გარემოში, არ შეიძლება არჩევნებად ჩაითვალოს. ბოიკოტი შეიძლება ლეგიტიმურ პროცესს გამოუცხადო იმის გამო, რომ მიზანშეწონილად არ მიგაჩნდეს და ეს პოლიტიკური ნაბიჯი იყოს. ამ შემთხვევაში ბოიკოტზე ლაპარაკიც არ შეიძლება, რადგან პროცესი უბრალოდ არ არსებობს - ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ არსებობს არც იურიდიულად და არც ფაქტობრივი მდგომარეობით.

მინდა იმედი ვიქონიო, რომ გიორგი გახარიას პარტია და „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის“ ცდება და ბოლო მომენტამდე არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას შეცვლიან. მინდა, რომ ცდებოდნენ და არ იყოს სხვა რამ. შეცდომის გამოსწორება კი არასდროს არის გვიან“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძემ ოპოზიციური პარტიების როლზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, დასავლეთისგან მომდინარე მხარდაჭერა ოპოზიციის მუშაობის შედეგია.

„იმის მიუხედავად, რომ ხალხი ოპოზიციით უკმაყოფილოა, ის მხარდაჭერა, რაც დასავლეთში არსებობს, ოპოზიციის მუშაობის გარეშე არ არის და სწორედ ოპოზიციის მუშაობის შედეგია. ამიტომ ოპოზიციას მთლად წყალს ნუ გავატანთ.

დღეს, ამ უზარმაზარი ცვლილებების პერიოდში, რადგან ძალაუფლება ქართველ ხალხს არ წარმოადგენს გარეთ, გვჭირდება, რომ ვინმე მაინც წარმოადგენდეს - აი, ეს ვინმე არის სწორედ ოპოზიცია.

სასურველია, რომ მეტი კოორდინირება ყოფილიყო. საბედნიეროდ, რვა პარტიამ შევძელით და ერთად დავსხედით. იმედი მაქვს, რომ ის პარტიებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც ვითომ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. თუ მონაწილეობას მიიღებენ, დაგვაზარალებენ, ოღონდ პროცესი მაინც გაგრძელდება, ოღონდ დაგვაკლდება ის პატარა ნაწილი, რასაც ისინი წარმოადგენენ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის