ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ნიდერლანდები უკრაინის აღდგენის მიზნით 300 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინის აღდგენის მიზნით 300 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპერ ველდკამპი ავრცელებს.

„რუსეთი უკრაინის დაჩოქებას მხოლოდ ბრძოლის ველზე არ ცდილობს. ის 3,5 წელია უკრაინის საზოგადოებისა და ეკონომიკის განადგურებას ცდილობს. ნიდერლანდები უკრაინის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღდგენისთვის 2025 და 2026 წლებში 300 მილიონ ევროს გამოყოფს“, - აცხადებს კასპერ ველდკამპი.

მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა უკრაინის აღდგენას ხელს შეუწყობს და აღდგენის ხარჯებს შეამცირებს.

ასევე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს რომში, უკრაინის აღდგენის საკითხზე დაგეგმილ კონფერენციაზე, ნიდერლანდები და უკრაინა ხელშეკრულებას გააფორმებენ, რომლის მიზანსაც „უკრაინასთან პარტნიორობის ფონდისთვის“ გრანტების პროგრამის გაგრძელება წარმოადგენს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს