ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში - ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია

ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა, გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, რა სცენარში ჩაჯდებიან - ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, გახარიას და „ნაცმოძრაობას“ 4 მუნიციპალიტეტში აქვთ შექმნილი კოალიცია და „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების მოტყუების მცდელობა ყველაფერზე მეტყველებს“.

„ამ შემთხვევაში, ქალბატონი ანა წითლიძე არის აბსოლუტურად მართალი - 4 მუნიციპალიტეტში დღემდე აქვთ შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობას“ და გახარიას, ეს ხომ ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ტყუილის თქმას რომ ცდილობ და საზოგადოების მოტყუებას, ეს ყველაფერზე მეტყველებს, არ შეიძლება ამ დონის ტყუილი აკადრო საზოგადოებას, სწორედ, ამიტომ არიან დისკრედიტირებულნი. ყოველ ჯერზე ისინი ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ტყუვდება და სათანადოდ აფასებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ქმედებებს,“- განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა