პრემიერი - კონკრეტულ ორგანიზაციებს არ სურთ, საქართველოში რეალიზებული იყოს დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი, გამჭვირვალობა, რადგან ბევრი აქვთ დასამალი, მათ შორის ექსტრემიზმი, რევოლუციები, ეკლესიაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა

კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ, კლასიკურ, ევროპულ პრინციპს - გამჭვირვალობას და კონკრეტული ორგანიზაციები გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ, რადგან არ სურთ, გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციების, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პროპაგანდის თაობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ რეალურად, ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ სურდათ, საქართველოში რეალიზებული ყოფილიყო დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი - გამჭვირვალობა.

„ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი კონკრეტულ ორგანიზაციებს, აშკარაა, რომ საქართველოში ხდებოდა გარე წყაროებიდან ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების, ათასგვარი მანკიერი პროპაგანდის, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის დაფინანსება. რა თქმა უნდა, ეს დასამალია და ამიტომ არ უნდათ, საქართველოში იყოს რეალიზებული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რასაც ჰქვია გამჭვირვალობა. ჩვენ, თავის დროზე, მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ეფუძნებოდა ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ, კლასიკურ, ევროპულ პრინციპს - გამჭვირვალობას. ისინი გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ, რადგან არ სურთ, გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციების, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პროპაგანდის თაობაზე. ეს ყველაფერი დღესავით ნათელია,“- განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა