საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პავლე მაჭარაშვილი უწყების თანამშრომლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინა.

პირველმა მოადგილემ ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

„პავლე მაჭარაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებს იკავებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების, მიგრაციისა და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტებში. 2020 წლიდან დღემდე მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა