ნიგერიის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, კაცინას შტატში კოორდინირებული ოპერაციების დროს ადგილობრივი დაჯგუფების სულ მცირე 30 წევრი მოკლეს

ნიგერიის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, კაცინას შტატში კოორდინირებული ოპერაციების დროს ადგილობრივი დაჯგუფების სულ მცირე 30 წევრი მოკლეს. განცხადებას შტატის შიდა უსაფრთხოების კომისარი ავრცელებს.

მისი თქმით, პოლიციის, სამხედროებისა და საჰაერო ძალებისგან შემდგარმა ერთობლივმა ძალებმა ასობით თავდამსხმელის ერთდროულ თავდასხმას უპასუხეს. ამასთან, როგორც ის ამბობს, შეტაკებების დროს უსაფრთხოების ხუთი თანამშრომელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

როგორც Reuters წერს, ბოლო წლებში შეიარაღებულმა ჯგუფებმა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ათასობით ადამიანი გაიტაცეს, ასობით კი მოკლეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს