კახა კალაძე - მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ლეონიძის ქუჩის N11ა-ში მდებარე ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ტერიტორია წლების განმავლობაში „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და ადგილობრივი მოსახლეობა მის განახლებას ითხოვდა.

„მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია პროექტის განხორციელებაში. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე, კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, ამფითეატრი და სხვა ურბანული ავეჯი; მოეწყობა განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი. უახლოეს მომავალში სამუშაოები დასრულდება და კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს