კახა კალაძე - ეს ქალაქი ყველასია - თუ რაიმე იდეა გაქვთ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია, მოგვაწოდეთ, ერთად განვიხილოთ და ერთად გავხადოთ ჩვენი ქალაქი უფრო მწვანე, კომფორტული და ლამაზი

მოსახლეობა კარგად ხედავს იმ ხელშესახებ ცვლილებებს, რომლებიც გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით დედაქალაქში განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

„დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზარდა კონკრეტული, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებაც, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება დედაქალაქის, როგორც ვიზუალურ მხარეზე, ისე მოქალაქეების ცხოვრების ყოველდღიურ ხარისხზე. მეტი გამწვანებული სივრცე, ტყე თუ სპორტული მოედანი, ავტომატურად ნიშნავს ჰაერის გაუმჯობესებულ ხარისხს, დასვენებისა თუ გართობის მეტ შესაძლებლობას, სიმშვიდესა და სილამაზეს ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეკრეაციული სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტს დიდი ძალისხმევის გაღება უწევს გასხვისებული ტერიტორიების გამოსასყიდად.

„ჩვენთვის იმდენად პრიორიტეტულია გამწვანებული სივრცეების მოწყობა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ აღნიშნულ მოლაპარაკებებზე მივდივართ. ბევრი ტერიტორიის დაბრუნება მოგვიწია. ცუდი პრაქტიკა იყო. 2017 წლამდე ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების გასხვისება, რომ შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულიყო. ასეთი იყო ვაკის პარკის, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. მაგალითად, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია.

იმ მოქალაქეებს კი, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად გვაკრიტიკებენ, მინდა ვუთხრა: ეს ქალაქი ყველასია, სადაც უნდა ვიცხოვროთ ჩვენი შვილებით, ახლობლებით, მეგობარ-ნაცნობებით - თუ რაიმე იდეა გაქვთ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მოგვაწოდეთ, ერთად დავგეგმოთ, ვისაუბროთ, განვიხილოთ და ერთად გავხადოთ ჩვენი ქალაქი უფრო მწვანე, კომფორტული და ლამაზი.

აქვე მინდა, იმ მოქალაქეებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც დედაქალაქის მერიასთან თანამშრომლობენ. მათი სურვილითა და ძალისხმევით, განვახორციელეთ არაერთი ავტოფარეხის დემონტაჟი, სადაც რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები მოეწყო. მადლობა ეკუთვნით გამგეობებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, ასევე, „ეკოსერვის ჯგუფისა“ და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ თბილისი იყოს უფრო გამწვანებული, სუფთა და მოწესრიგებული. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, მოქალაქეები ამ შრომას განხორციელებული პროექტებით კიდევ უფრო მეტად დაინახავენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის