შალვა პაპუაშვილი - ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება - მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება. მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება.

„ევროპარლამენტმა, გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას მიუთითებს, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, კომისარ მარტა კოსის მონაწილეობით და მისი მხრიდან, რეზოლუციის ავტორის, რასა იუკნევიჩიენეს მიმართ კომპლიმენტების ფონზე მიიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება.

მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, ამჯერად, მისი ჩაშლის მიზნით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევის მცდელობის ტოლფასია“, - წერს პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა