ევროკავშირი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს. შესაბამის ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომში უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ თანხები მოიცავს 1.8 მილიარდ ევროს სესხს გარანტიების სახით და 580 მილიონ ევროს გრანტებს საერთაშორისო და ორმხრივი საჯარო ფინანსური ინსტიტუტებიდან.

ფონ დერ ლაიენის თქმით, საერთო ჯამში, ის შეეცდება უკრაინაში 10 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის სახით მობილიზება უზრუნველყოს.

ცნობისთვის, რომში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენცია მიმდინარეობს.

იტალიის დედაქალაქში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენცია ორი დღის განმავლობაში, 10-11 ივლისს გაიმართება.

კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მონაწილეები ოთხ ძირითად საკითხზე გააკეთებენ აქცენტს, მათ შორის, უკრაინაში კერძო სექტორის მიზიდვაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ადგილობრივი რეგიონების აღდგენასა და ევროპულ ინტეგრაციაზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია