ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან Patriot-ის სისტემებთან დაკავშირებით “პოზიტიური დიალოგი” აქვს

გერმანია მზად არის, უკრაინისთვის ორი Patriot სისტემა დააფინანსოს, ნორვეგიამ - ერთი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“გერმანია მზად არის, მათთან შეთანხმებები გვაქვს, ორი [Patriot] სისტემა დააფინანსოს. ნორვეგია მზად არის, მათ პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი შეთანხმება მაქვს, ერთი [Patriot] სისტემა დააფინანსოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტ ტრამპთან Patriot სისტემებთან დაკავშირებით “პოზიტიური დიალოგი” აქვს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ჯამში 10 Patriot სისტემას საჭიროებს და მისი გუნდი ახლა იმაზე მუშაობს, რომ დანარჩენებისთვის იპოვოს დაფინანსება.

“მწარმოებლისგან როდესაც იქნება დეტალები შესაძლო მოწოდებების ვადებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, სხვა პარტნიორებიც შემოუერთდებიან ამ ისტორიას”, - განაცხადა ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები