მარკო რუბიო დღეს კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდება.

როგორც Reuters წერს, ეს ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.

რუბიომ ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, ვანგთან უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერის მიმართ შეშფოთების გამოთქმას აპირებს.

ამასთან, რუბიო დღეს აღმოსავლეთ აზიის სამიტს დაესწრება, რომელშიც იაპონია, ჩინეთი, რუსეთი, ავსტრალია, ინდოეთი, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ.

სახელმწიფო მდივნის თანამდებობის დაკავების შემდეგ რუბიო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს პირველად სტუმრობს, სადაც ASEAN-ის სამიტში იღებს მონაწილეობას.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს