უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის მცდელობაში გამართლებულ პირს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თელავის რაიონული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 30 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარუდგინა. თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებული გამართლდა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა