მარკ კარნის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ ტარიფების მიუხედავად, მისი მთავრობა აშშ-თან მოლაპარაკებებში კანადელი დასაქმებულების და ბიზნესების დაცვას განაგრძობს

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ ტარიფების მიუხედავად, მისი მთავრობა აშშ-თან მოლაპარაკებებში კანადელი დასაქმებულების და ბიზნესების დაცვას განაგრძობს.

„კანადის მთავრობა მტკიცედ იცავს ჩვენს დასაქმებულებს და ბიზნესს. კანადამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ჩრდილოეთ აშშ-ში ფენტანილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვალდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ორივე ქვეყნის მოსახლეობის დასაცავად“, – წერს მარკ კარნი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო თვიდან კანადისთვის 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განუცხადა, რომ ახალი ტარიფები 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდებოდა, იმ შემთხვევაში კი, თუ კანადა საპასუხო ზომებს მიიღებს - საექსპორტო ტარიფები კვლავ გაიზრდება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს