რატი იონათამიშვილი - როცა სამომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და ამ დროს თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, ცოტა უხერხულია

როცა სამ ომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და ამ დროს თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ინფორმაციას, რომ ლიეტუვის ხელმძღვანელი პირები თავშესაფარში გადაიყვანეს.

კერძოდ, მედიის ინფორმაციით, ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერები თავშესაფარში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ქვეყანაში ბელარუსიდან დრონი შეფრინდა.

„მესმის სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ქვეყნის ხელმძღვანელობის სტანდარტული პროტოკოლის შესაბამისად დაცვა, მაგრამ, როცა სამომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და, ამ დროს, თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია“, - წერს რატი იონათამიშვილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა