არჩილ გორდულაძე - რასა იუკნევიჩიენეს, როგორც კარგი საბჭოური გამოცდილების მქონე ადამიანს, შეუძლია აბსოლუტური ტყუილები ისე ილაპარაკოს, რომ წარბიც არ შეუტოკდეს - საერთოდ, ჩალის ფასიც კი არ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციას

რასა იუკნევიჩიენეს, როგორც კარგი საბჭოური გამოცდილების მქონე ადამიანს, აქვს შესაძლებლობა, რომ აბსოლუტური ტყუილები ისე ილაპარაკოს, რომ წარბიც არ შეუტოკდეს - საერთოდ, ჩალის ფასიც კი არ აქვს იმ რეზოლუციას, რომლის დაწერაშიც ის იღებდა მონაწილეობას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლშევიზმის, ნაციზმის და ფაშიზმის ადგილი არავითარი ფორმით არ უნდა იყოს თანამედროვე ევროპაში.

როგორც გორდულაძე აღნიშნავს, ევროპარლამენტის რეზოლუცია აბსოლუტურად დაფუძნებულია ტყუილებზე.

„რასა იუკნევიჩიენეს, როგორც კარგი საბჭოური გამოცდილების მქონე ადამიანს, აქვს შესაძლებლობა, რომ აბსოლუტური ტყუილები ისე ილაპარაკოს, რომ წარბიც არ შეუტოკდეს. ეს არის მისი ბოლშევიკური წარსული და ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ბოლშევიზმის, ნაციზმის და ფაშიზმის ადგილი არავითარი ფორმით არ უნდა იყოს თანამედროვე ევროპაში და ევროკავშირი დაცლილი უნდა იყოს ამ მოვლენებისგან. ნათქვამია, ტყუილს თუ გაიმეორებ ათასჯერ, მაშინ სიმართლედ გადაიქცევაო, ზუსტად ამ მოცემულობაშია ქალბატონი რასა. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი დავალება უმარტივესად შეასრულოს. საერთოდ ჩალის ფასიც კი არ აქვს იმ რეზოლუციას, რომლის დაწერაშიც ის იღებდა მონაწილეობას,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს