გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, ღაზაში დახმარების მიღებისას სულ მცირე 798 ადამიანი დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, ღაზაში დახმარების მიღებისას სულ მცირე 798 ადამიანი დაიღუპა.

Reuters-ის ინფორმაციით, მათი უმეტესობა მაშინ დაიღუპა, როდესაც აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ღაზას ჰუმანიტარული ფონდის (GHF) მიერ მიწოდებული დახმარების პუნქტებში მიდიოდნენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჰუმანიტარული დახმარების ამ გზით გადანაწილებას „სახიფათოს“ უწოდებს და დახმარების მიმღებ პირებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ფონდმა GHF-მა ღაზაში საკვების პაკეტების დარიგება მაისის ბოლოს დაიწყო და არაერთხელ უარყო ცნობები, რომ მის ობიექტებზე ისრაელი თავდასხმის ინციდენტები მოხდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026