დავით მათიკაშვილი - რადიკალებს მარტო იმის სურვილი კი არ აქვთ, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, არამედ დიდი ბომბი რომ მოხვდეს ქვეყანას და ამოწყდეს აქაურობა, ამის დიდი სურვილიც აქვთ - ვერ ეღირსებიან ვერც ბომბებს და ვერც იმ შედეგებს, რაც სურთ

ჩვენს ოპონენტებს და რადიკალებს მარტო იმის სურვილი კი არ აქვთ, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, არამედ დიდი ბომბი რომ მოხვდეს ქვეყანას და ამოწყდეს აქაურობა, ამის დიდი სურვილიც აქვთ - უვიზო მიმოსვლა არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ამას იცავს საერთაშორისო შეთანხმებები, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რა დროსაც უპასუხა კითხვას, რომ შესაძლოა, 15 ივლისს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების და მოსამართლეთა დასანქცირების საკითხები განიხილონ.

მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ეღირსებიან ვერც ბომბებს ჩვენი ქვეყნის თავზე და ვერც იმ შედეგებს, რაც სურთ“.

„ჩვენს ოპონენტებს და რადიკალებს მარტო იმის სურვილი კი არ აქვთ, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, არამედ დიდი ბომბი რომ მოხვდეს ქვეყანას და ამოწყდეს აქაურობა, ამის დიდი სურვილიც აქვთ. რა უნდა ელაპარაკო ადამიანებს, ვისაც ერთადერთი რამ აერთიანებთ - საკუთარი ქვეყნის და ხალხის სიძულვილი. ვერ ეღირსებიან ვერც ბომბებს ჩვენი ქვეყნის თავზე, მადლობა ღმერთს ამისთვის, და ვერც იმ შედეგებს, რაც სურთ. უვიზო მიმოსვლა, ასევე, შესაბამისი ევროინტეგრაციის ყველა მიმართულება არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ამას იცავს საერთაშორისო შეთანხმებები. თუ ევროკავშირმა საერთაშორისო შეთანხმებები დაარღვია, გადახია და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ქართველ ხალხს დასჯიან, ნუ ახლა, ამ გადაწყვეტილებაზე რა მოგახსენოთ,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება მოსამართლეთა დასანქცირებაზე დასმულ კითხვას, როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, ქართველ მოსამართლეთა წინააღმდეგ სპეცოპერაცია ვერ განხორციელდა.

„არ არის ეს მოსამართლეებზე ძალმომრეობის პირველი მცდელობა. ჩვენ გვახსოვს კონკრეტულ საქმეზე აშშ-ის საელჩოს მიერ დაბარებული მოსამართლე, რომელსაც მოსთხოვეს ანგარიშის ჩაბარება იმ საქმეზე, რაზეც შემდგომ სტრასბურგის სასამართლოში შავი თეთრზე გამოჩნდა, რომ ქართული სასამართლო იყო მართალი. კარგია თუკი ყველგან გაიაზრებენ, სიმართლეს თვალებში ჩახედავენ, ქვეყნების სუვერენიტეტს სათანადო პატივს სცემენ და სრულიად უაზრო, უსაფუძვლო შედეგებზე ორიენტირებულ ქმედებებს დაასრულებენ. ვერ განხორციელდა ქართველ მოსამართლეთა წინააღმდეგ სპეცოპერაცია. ხომ გახსოვთ, იყო მცდელობა, ასევე, ვეტინგის, როგორ ცდილობდნენ, რომ ნებისმიერი ღირსეული დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელი მოცემულობა დანერგილიყო ჩვენს ქვეყანაში,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია