მოსამართლემ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ორი მოწმე, კერძოდ კი, კაციას დედა და ძმა დაიკითხნენ. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

პროკურორის განმარტებით, საქმეში ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა. დაცვის მხარემ კი კაციას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმაც.

„ვეცდები კორექტულად დავამატო, ვთვლი, რომ ბოროტად სარგებლობთ თქვენი უფლებამოსილებით, მასაუბრებთ ტყუილად, ამიტომ აზრი არ აქვს“, - განაცხადა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს