კახა ქემოკლიძე - ჩორჩანას თემამ მთლად არ გაამართლა, გეგმა „ბ“ ამუშავდა - ფისუნია კატა თხრის, თხრის და მგონი, ისეთს გამოითხრის, რომ ბოლოში თავად გაოცდება

ჩორჩანას თემამ მთლად არ გაამართლა, გეგმა „ბ“ ამუშავდა, - ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, კახა ქემოკლიძე ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას.

„ჩორჩანას თემამ მთლად არ გაამართლა, გეგმა “ბ” ამუშავდა. ფისუნია კატა თხრის, თხრის და მგონი, ისეთს გამოითხრის, რომ ბოლოში თავად გაოცდება“, - წერს კახა ქემოკლიძე „ფეისბუქზე“.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარლამენტის შენობის წინ კი, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროცედურულ ნაწილში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების სწორად დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულების მონაწილეობით ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი