თბილისში, 19 ივლისს დაგეგმილი აქციის პარალელურად, ახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმშიც შეიკრიბებიან

მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში 19 ივლისს დაგეგმილ აქციას,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის სახლთან რვა პოლიტიკური პარტიისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და აქციებზე დაკავებულების დროული გათავისუფლება. მათივე განცხადებით, ხელისუფლებაში „რუსული რეჟიმია“, რომელიც ადამიანებს უკანონოდ აკავებს.

შეკრებილები ამბობენ, რომ 19 ივლისს თბილისის პარალელურად ბათუმშიც შეიკრიბებიან.

„ბათუმი 226-ე დღეა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. 19 ივლისს დაგეგმილ აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას ვუცხადებთ. დიახ, ჩვენი აქციების მთავარი მიზანია, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

რეჟიმს ათეულობით პოლიტპატიმარი ჰყავს გამოკეტილი, სასამართლო უზურპირებულია. არ აღიარება და წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა, სამოქალაქო სექტორმა აჩვენა ჯერ კიდევ „რუსული კანონის მიღებისა“ და უარი განაცხადა აგენტთა რეესტრში მონაწილეობაზე“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო