რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას მართვადი საავიაციო ბომბები და დრონები გამოიყენეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა.

„დარტყმა ხარკოვის კიევის რაიონის საცხოვრებელ უბანზე განხორციელდა. არიან დაშავებულები“, - აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.

ხარკოვის მერის ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს