ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის საჰაერო თავდასხმები სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს - ჩვენი პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ ისეთ ქმედებებს ველით, რომლებიც სიცოცხლეს გადაარჩენს

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და 597 დრონი გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ღამით რუსეთმა დარტყმები ხარკოვისა და სუმის ოლქებიდან ლვოვამდე და ბუკოვინამდე განახორციელა. 20-ზე მეტი რაკეტა და დრონების დიდი უმრავლესობა განადგურდა. მადლობა საჰაერო თავდაცვის ძალებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ჩერნოვცში 2 ადამიანი დაიღუპა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმები სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს და მისი შეჩერება სანქციების მეშვეობით ახლავე შეიძლება. საჭიროა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენი პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ ისეთ ქმედებებს ველით, რომლებიც სიცოცხლეს გადაარჩენს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო