პაატა მანჯგალაძე - რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია, როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას

საქართველოში დღეს ყველა გრძნობს, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. გაბრაზება, იმედგაცრუება და მზადყოფნა ერთდროულად იზრდება. ეს არის ასევე ისტორიული გარდატეხის წინაპირობა - როდესაც რეჟიმს ღიად აკრიტიკებს აშშ, ევროპარლამენტი და დემოკრატიული მსოფლიო, ის მარტო რჩება, დიქტატურა, რომელიც მარტო რჩება, იმსხვრევა როგორც ბზარიანი მინა,- ამის შესახებ „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია, როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას“.

„ხშირად გვეკითხებიან - რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ რეჟიმი იშლება?

პასუხი მარტივია: ეს არ არის სურვილი, ეს არის გარკვეული კანონზომიერება, მექანიზმი, რომელიც ამსხვრევს ყველა დიქტატურას და ეს მექანიზმი უკვე ამოქმედებულია საქართველოშიც.

პირველი - შიდა განხეთქილება და წინააღმდეგობა. როდესაც რეჟიმის საყრდენები ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური ტოვებენ სისტემას - ეს ნიშნავს ერთს: შიგნითაც აღარ სჯერათ, რომ რეჟიმი გადარჩება. ერთობის ნაცვლად მოდის შიში, უნდობლობა და გადარჩენის ინსტინქტი. არის შიდა ჩამოშლის დასაწყისია.

მეორე - ელიტის (ფინანსური, კულტურული) დისტანცირება, თავის შორს დაჭერა იმ დონემდე რომ რეჟიმის მარცხი, მათი პერსონალური მარცხი არ გახდეს. ეს არის ავტოკრატიის ტიპური დაშლის ეტაპი, ჯერ შიდა საყრდენები ეცლებიან, მერე გარემოცვაც დისტანცირება.

მესამე - ხალხის მოლოდინის ამოწურვა. საქართველოში დღეს ყველა გრძნობს, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. გაბრაზება, იმედგაცრუება და მზადყოფნა ერთდროულად იზრდება. ეს არის ასევე ისტორიული გარდატეხის წინაპირობა.

მეოთხე - საერთაშორისო იზოლაცია. როდესაც რეჟიმს ღიად აკრიტიკებს აშშ, ევროპარლამენტი და დემოკრატიული მსოფლიო, ის მარტო რჩება. დიქტატურა, რომელიც მარტო რჩება, იმსხვრევა როგორც ბზარიანი მინა. ეს ბზარები უკვე თვალსაჩინოა.

რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია, როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას. ეს უკვე არ არის უბრალოდ შესაძლებლობა, ეს არის ეროვნული ამოცანა და პასუხისმგებლობა."- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია