ელენე ხოშტარია - ბრაზი და ტკივილი არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ - თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, ასეთ მომენტებში სწორ მოქმედებაზე უნდა მივმართოთ ენერგია

თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, სწორედ ასეთ მომენტებში უნდა მოვბილოზდეთ და სწორ მოქმედებაზე მივმართოთ ენერგია. ჩამოიშლება ეს არაადამიანების სისტემა ამ შემართებით,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, ამავე პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის დედის გარდაცვალებას.

როგორც ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულმა ამბავმა საზოგადოებაში ბრაზი და ტკივილი გააძლიერა.

„ზურას დედის ამბავმა ყველა ადამიანადდარჩენილს ცხადია ბრაზი და ტკივილი გაგვიძლიერა. მაგრამ ეს ბრაზიც და ტკივილიც არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ. თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია სწორედ ასეთ მომენტებში უნდა მოვბილიზდეთ და სწორ მოქმედებაზე მივმართოთ ენერგია. ჩამოიშლება ეს არაადამიანების სისტემა ამ შემართებით“,- წერს ელენე ხოშტარია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს