შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განმარტებას აკეთებს - როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცი, რომლის დაკავების ვიდეოც სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა, თავდაპირველად გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ის კი ადგილიდან მიმალვას შეეცადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მამაკაცი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების დამორჩილებლობისთვის დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პირი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით, შეაჩერეს.

მსუბუქ ავტომობილს 1985 წელს დაბადებული ო.მ. მართავდა, რომელმაც სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია და ადგილიდან მიმალვას შეეცადა.

პოლიციამ სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ო.მ დააკავა.

შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, სამართალდამცველებმა ო.მ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს“, - აცხადებენ შსს-ში.

ინფორმაციითვის, საქმე ეხება სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქავთარაძის ქუჩაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს