ანტონიო კოშტა - ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას - ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გარკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა ტრამპის მიერ ევროჯავშირის წინააღმდეგ დაანონსებულ 30%-იან ტარიფებს.

"თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა ზრდის კეთილდღეობას, სამუშაო ადგილებს ქმნის და ლოგისტიკურ ჯაჭვებს აძლიერებს.

ტარიფები გადასახადებია. ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას. გავაგრძელებთ მსოფლიოს მასშტაბით ძლიერი სავაჭრო პარტნიორობების შენებას.

ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები, პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის ძალისხმევების სრულ მხარდაჭერაში მიაღწიონ სამართლიან შეთანხმებას აშშ-თან," - წერს კოშტა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს