ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები კონცენტრირებულ დარტყმებს ახორციელებენ ერთ ან მეორე ქალაქზე - ეს არის განზრახ ჩადენილი და საძაგელი ტერორი

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტერორის სპეციფიკურ ტაქტიკას იყენებს, ახორციელებს რა იერიშებს დიდი რაოდენობით დრონებითა და სხვა საჰაერო იარაღით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რუსები აგრძელებენ ტერორის ამ სპეციფიკური ტაქტიკის გამოყენებას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონცენტრირებულ დარტყმებს ახორციელებენ ერთ ან მეორე ქალაქზე. ისინი ცდილობენ, ასეთი დარტყმების რაოდენობა დაახლოებით 300 „შაჰედის“ დონეზე შეინარჩუნონ“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები დრონების მნიშვნელოვან ნაწილს ანადგურებენ, თუმცა ყველას ჩამოგდებას ვერ ახერხებენ. ზელენსკის განმარტებით, ასეთი დარტყმების მთავარი მიზანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვაა. მან განაცხადა, რომ ეს იყო ოკუპანტების „განზრახ ჩადენილი და საძაგელი ტერორი“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო