ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში ჩავერთვებით, თუ იქნება მტკიცე გარანტია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა აღარ განხორციელდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად იქნება, ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ხელახლა ჩაერთოს, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტის გარანტიებს მიიღებს.

„პირველ რიგში, უნდა არსებობდეს მტკიცე გარანტია, რომ ასეთი ქმედებები აღარ განმეორდება. ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმამ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიღწევა კიდევ უფრო გაართულა“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, არაღჩი ზაფხულში ბირთვულ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ირანის წამყვანი მომლაპარაკებელი იყო. მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ისრაელმა 13 ივნისს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. რამდენიმე დღეში, 22 ივნისს კი ირანის ბირთვულ ობიექტებს შეერთებულმა შტატებმაც დაარტყა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა