ლანა გალდავა „ქართული ოცნების“ განცხადებაზე - ეს კონსპიროლოგიის თეორიის ძალიან ღრმა ფორმა და დიაგნოზია -  შესაბამისი დარგის სპეციალისტის ჩარევა ესაჭიროება

„ქართული ოცნების“ განცხადების მიხედვით, ევროკავშირის 17 დემოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენლები არიან ანტიდემოკრატიულები და მთელ ევროპაში მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ დემოკრატიის ფლაგმანი, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომლითაც ისინი 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურნენ.

გალდავას თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.

„ამ განცხადების მიხედვით, ევროკავშირის 17 დემოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენლები არიან ანტიდემოკრატიულები და მთელ ევროპაში მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ დემოკრატიის ფლაგმანი. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ეს არის კონსპიროლოგიის თეორიის ძალიან ღრმა ფორმა და ამ ყველაფერს, რაც თავის მხრივ, დიაგნოზია, შესაბამისი დარგის სპეციალისტის ჩარევა ესაჭიროება. უფრო სერიოზულად ამ ფაქტს და ამ წერილის შინაარს მე ვერ შევაფასებ“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს