ესპანეთში არეულობის გამო, რომელიც მიგრანტების წინააღმდეგ პროტესტმა გამოიწვია, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ტორე პაჩეკოში არეულობის გამო, რომელიც მიგრანტების წინააღმდეგ პროტესტმა გამოიწვია რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პოლიციის მნიშვნელოვანი რაოდენობის განლაგების მიუხედავად, ქუჩებში ხელკეტებით შეიარაღებული ჯგუფები დადიან და უცხოური წარმოშობის ადამიანებს ეძებენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მაგრამ აცხადებენ, რომ ძალადობის გამო სულ მცირე ერთი ადამიანი დააკავეს.

არეულობა ორი დღის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 68 წლის მამაკაცმა ესპანურ მედიას განუცხადა, რომ ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის სამმა ახალგაზრდამ ქუჩაში სცემა. თავდასხმა გადაიღეს და სოციალურ მედიაში გაავრცელეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს