ლინდსი გრემი - ველოდები, რომ უახლოეს დღეებში იხილავთ იარაღის რეკორდულ რაოდენობას უკრაინის თავდაცვისთვის - დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა ვიმოქმედოთ

პუტინის რუსეთში შეჭრასთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვლება. ველოდები, რომ უახლოეს დღეებში უკრაინის თავდაცვისთვის იარაღის რეკორდულ რაოდენობას იხილავთ, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დაელოდეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ამერიკა დაიწყებს ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის უზარმაზარი რაოდენობით იარაღის მიყიდვას, რაც უკრაინისთვის სასარგებლო იქნება. პუტინის გათვლებით, ჩვენც და ევროპაც დავიღლებოდით. მან უდიდესი შეცდომა დაუშვა. ნატო უფრო დიდი და ძლიერია და ჩვენ უფრო მეტად ვართ ერთგულები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მან უკრაინა ძალით არ დაიპყროს“, - აღნიშნა სენატორმა.

მისი თქმით, კონგრესი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციების პაკეტის მიღების ზღვარზეა.

„ეს პრეზიდენტ ტრამპს მისცემს ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც მას დღეს არ აქვს. აქ მთავარი დამნაშავეები არიან ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია. ინდოეთი რუსეთიდან ნავთობს იაფად ყიდულობს და ხელახლა ყიდის. ეს საზიზღრობაა. ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. მან გასულ კვირას თქვა, რომ დროა ვიმოქმედოთ. მან სცადა პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, მაგრამ ჩემი მიზანია ამ ომის დასრულება და ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის ის, რომ პუტინის მხარდამჭერი ადამიანები აიძულო აირჩიონ ამერიკის ეკონომიკასა და პუტინის დახმარებას შორის. ჩინეთო, ინდოეთო და ბრაზილია, ძალიან დაზარალდებით, თუ პუტინის დახმარებას გააგრძელებთ“, - აღნიშნა სენატორმა.

მისი თქმით, ელოდება, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას თავდაცვისთვის იარაღის რეკორდულ რაოდენობას გაუგზავნიან.

„ველოდები, რომ უახლოეს დღეებში იხილავთ იარაღის რეკორდულ რაოდენობას უკრაინის თავდაცვისთვის. ველოდები, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპისთვის ხელმისაწვდომი იქნება ტარიფები და სანქციები, რაც მას აქამდე არასდროს ჰქონია. ველოდები უახლოეს დღეებში ევროპისგან მეტ მხარდაჭერას უკრაინის დახმარების მცდელობებთან დაკავშირებით. პუტინმა შეცდომა დაუშვა. ექვსი თვის განმავლობაში პრეზიდენტი ტრამპი ცდილობდა პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას. თავდასხმები გაიზარდა და არა შემცირდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც პუტინმა დაუშვა, ტრამპთან თამაშია. უახლოეს დღეებსა და კვირებში იქნება უზარმაზარი ძალისხმევა პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად და მათთვის, ვინც მას ეხმარება, ეს დღეები თითქმის დასრულდა“, - აღნიშნა სენატორმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები