დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 17-19 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში მეორე სახელმწიფო ვიზიტს განახორციელებს.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს უინძორის ციხესიმაგრეში მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა უმასპინძლებენ.

სასახლემ დაადასტურა, რომ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს სამდღიანი ვიზიტის დროს მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად ეწვევა.

ღონისძიებების სრული პროგრამა ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ამ ტიპის ყველა ვიზიტის მსგავსად, ის მოიცავს სრულ საზეიმო დახვედრას და სახელმწიფო ბანკეტს უინძორის ციხესიმაგრის წმინდა გიორგის დარბაზში.

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, პრეზიდენტებს მეორე ვადის დროს სახელმწიფო ვიზიტს არ სთავაზობენ და მათ მონარქთან ჩაიზე ან სადილზე იწვევენ. ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო ვიზიტით 2019 წელს იმყოფებოდა, როდესაც მას დედოფალმა ელისაბედ II-მ უმასპინძლა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს