გურამ მაჭარაშვილი - პოლიტიკური ალიანსები და ქორწინება-განქორწინება ოპოზიციის სერიალის ერთ-ერთი სეზონია - ეს გაერთიანება ვერაფერს შეცვლის

ეს პოლიტიკური ალიანსები და ქორწინება-განქორწინება მათი სერიალის ერთ-ერთი სეზონია - ეს გაერთიანება ვერაფერს შეცვლის, რადგან ოთხივე ფილიალი თავიდან ბოლომდე უცხოურ ძალებზე და მათ ნარატივზეა აწყობილი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შორის, ადგილობრივი არჩევნების საკითხზე, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად იციან, რომ მათი რეიტინგები გაცილებით დაბალია იმაზე, ვიდრე გასულ წელს ჰქონდათ.

„საზოგადოება მიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. სამწუხაროდ, ქვეყნის ინტერესებიდან “ნაცმოძრაობის” ოთხივე ფილიალი არ გამოდის. ბუნებრივია, ამიტომაც აქვთ კამათი ერთმანეთში, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. კარგად იციან, რომ მათი რეიტინგები გაცილებით დაბალია იმაზე, ვიდრე წინა წელს ჰქონდათ. რაც შეეხება პოლიტიკურ ალიანსებს და პოლიტიკურ ქორწინება-განქორწინებას, ეს მათი სერიალის ერთ-ერთი სეზონია. გახარია დღემდე არის “ნაცმოძრაობასთან” პოლიტიკურ ქორწინებაში. რაც არაერთხელ წამოაძახეს, მათ შორის რამდენიმე დღის წინ. თუ ახლა პოლიტიკურ ქორწინებაში ხაზარაძესთან შევა, საზოგადოება გადაწყვეტს, მათთვის რამდენად სასარგებლო თუ საზიანო იქნება. მათი პოლიტიკური დაქორწინების მცდელობა 2024 არჩევნების წინ ვნახეთ და პაემნები ისე ჩაიშალა, რომ პოლიტიკური ქორწინება ვერ შედგა. ეს გაერთიანება ვერაფერს შეცვლის, რადგან ოთხივე ფილიალი თავიდან ბოლომდე უცხოურ ძალებზე და მათ ნარატივზეა აწყობილი,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები "თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია