მამუკა მდინარაძე - თორნიკე რიჟვაძისთვის კორუფცია, მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია, ეს წამოსულია მხოლოდ „ნაცმედიის“ მხრიდან - სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ?

თორნიკე რიჟვაძისთვის კორუფცია, მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია - ასეთი რამ წამოსული არის მხოლოდ „ნაცმედიის“ მხრიდან - როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე, „ტვ პირველი“ და ა.შ. ვიღაცების შეკვეთით აზღვევენ რაღაც კორუფციულ ჩანართებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუნდისთვის და აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს - როგორც მდინარაძე აღნიშნავს, „როგორ ჩანს, ლევან ხაბეიშვილი აზღვევს ვიღაცებს, ვისაც უნდა რომ სახელმწიფო სისტემებში რათაც დონეზე მაინც იყოს კორუფცია“.

„ერთი კვირა მამუკა მდინარაძე არ გამოჩნდა და ამაზე დააპირეთ რაღაცა ბინძური პიარის აგება. პასუხს ვერ მცემთ, სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, იმიტომ, რომ ეს იყო ტყუილი და სპეკულაცია. ან პარლამენტში ვარ, ან პარტიაში, ან ღამე სახლში, მაქსიმუმ 6-7 საათის განმავლობაში. სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, ვერ მეუბნებით. როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე, „ტვ პირველი“ და ა.შ. ვიღაცების შეკვეთით აზღვევენ რაღაც კორუფციულ ჩანართებს. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ კიდევ უფრო მძლავრად ვებრძოლოთ კორუფციას და მსოფლიოს სამეულში უნდა მოვხვდეთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. როდესაც ამ საკითხს ასე დააყენებ და მერე კიდევ უფრო მეტად არის შენზე შეტევები, იქ ყველაფერი გასაგებია. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს - ის არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა. აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუბრალებია. მისთვის, მით უმეტეს, რაც წერილში დაწერა, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც მინახავს, წამოსული არის მხოლოდ „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მამუკა მდინარაძე არის ივანიშვილის „შავი კასის“ მთავარი ხელმძღვანელი“. მისი თქმით, მდინარაძე არის მთავარი, ვინც ჩინოვნიკებს ესაუბრება, ვის რამდენი აქვს მოსატანი. ამასთან, ხაბეიშვილი ამბობს, რომ მდინარაძე რიჟვაძის მეგობარი იყო, თუმცა მომხდარზე მას არც ერთი კომენტარი არ გაუკეთებია. მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, ის ე.წ რაზბორკას ესწრებოდა. „მისი მეგობარი მოკლეს ფაქტობრივად და ერთი კომენტარიც გინახავთ სადმე? ადამიანი ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებს, სად არის ათი დღეა, რომ არ გამოჩენილა. ან პოსტი დაეწერა ან შეწუხებულიყო რიჟვაძის ამბით, ან კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ რატომ არ აკეთებს? იმიტომ, რომ არსებობს ეჭვი, ის საერთოდაც ესწრებოდა ე.წ რაზბორკას და ისიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მისი პადელნიკი ბიზნესმენების “დაკაჩავებისთვისარის გოჩა ენუქიძე,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის