ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს - სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა - თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში

სასიამოვნოა თქვენი მასპინძლობა ბრიუსელში, ევროპისა და სომხეთის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„როდესაც შარშან შევხვდით, ვთქვი, რომ ევროპა სომხეთის გვერდით დგას და, რა თქმა უნდა, ასეც არის. ევროპისა და სომხეთის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგი, გვაქვს მდგრადობისა და ზრდის გეგმა, რომელიც სომხეთისთვის 270 მილიონ ევროს ითვალისწინებს და ეს ევროპის ერთგულების სიღრმეზე მეტყველებს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და ითამაშებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი მნიშვნელოვანი მომენტია და ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასასრულს აახლოვებს.

„იმედი მაქვს, რომ ხელშეკრულებას რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი. ევროპა გააგრძელებს თქვენს დახმარებას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც ესწრებოდა. მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს სომხეთთან უფრო ღრმა და ფართო პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე და სურს ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის