ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაურია.

ტერიტორიაზე მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ისმის შეძახილები “თავისუფლება მზია ამაღლობელს”.

კერძოდ, სასამართლოს შენობასთან ხმაური პროკურორების გამოჩენას, მოჰყვა. მზია ამაღლობელის მხარდამჭერები განმარტებებს ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მზია ამაღლობელს უსაფუძვლო ბრალი აქვს წარდგენილი.

მანამდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის პროცესზე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. ნინო სახელაშვილის განცხადებით, შენობასთან ხმაური, სასამართლო პროცესის წარმართვას ხელს უშლის. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომის დარბაზი შეიცვალა.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო