ირაკლი კობახიძე - როდესაც 17 სახელმწიფოს საგარეო მინისტრებისა და უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით ქვეყნდება დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ძალიან დასანანია - მანკიერი მიზნების განსახორციელებლად „დიფ სთეითი“ იყენებს ევროკავშირს და ბრიტანეთს

დეზინფორმაციით არის გაჯერებული განცხადება ყველა მიმართულებით, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპულ სტრუქტურებში არაფორმალური მმართველობა მძლავრობს და სამწუხაროდ, წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი.

„რაც შეეხება პოლიტიკოსების დაპატიმრებას, აბსოლუტურად აცდენილია სინამდვილეს ის შეფასებები, რომელსაც ვკითხულობთ ამ წერილში. იგივე ეხება მოძალადეების პატიმრობასაც, აქაც აბსოლუტურად დეზინფორმაციითაა გაჯერებული წერილის შესაბამისი პასაჟი, რაც სამწუხაროა. აქ საუბარია 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრზე, საუბარია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე და როდესაც ასეთი ადმიანების ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დასანანია. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ მძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ სტრუქტურებში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ დროს სამწუხაროდ, წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი, ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ჩაიწეროს თუნდაც ასეთი მაღალი დონის წერილში, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, საქართველოში თავისი „მანკიერი მიზნების განსახორციელებლად „დიფ სთეითი“ იყენებს ევროკაშირს და დიდ ბრიტანეთს“.

“„დიფ სთეითი“ ეფუძნებოდა სამ ძირითად ცენტრს - ეს იყო თავის დროზე აშშ-ს ყოფილი ადმინისტრაცია, ბრიტანული ბიუროკრატია და ევროკავშირის ბიუროკრატია. დღეს აშშ-ში წარიმართება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის და ასეთ პირობებში მანკიერი მიზნების განსახორციელებლად „დიფ სთეითი“ იყენებს პირველ რიგში ევროკაშირს და დიდ ბრიტანეთს და შესაბამის ბიუროკრატიას, რასაც ყველა ძალიან კარგად ხედავს განსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე. ვხედავთ, რომ ევროპული ბიუროკრატია და დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატია გამოიყენება ყველაზე აქტიურად თავდასხმებისთვის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შესუსტდება "დიფ სთეითი" და გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა